|
2017-07-07 19:00:45, 1076 ნახვა
სამხედრო
მომავლის ბანაკში სამხედრო დღე გაიმართა
დღეს, მანავის მომავლის ბანაკში სამხედრო დღე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო დღე ახალგაზრდებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ პრეზენტაციით დაიწყეს. უწყების ინფორმაციით, მათ ქართული ჯარის შესახებ, სამხედრო განათლების და საერთაშორისო მისიებში სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. ჯარისკაცება მოზარდებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის უნარებიც გააცნეს. ლექციების შემდეგ სამხედრო დღე ახალგაზრდებისთვის ყველაზე საინტერესო ეპიზოდით გაგრძელდა. დღის მეორე ნახევარში ახალგაზრდებისთვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული ქართული და დასავლური წარმოების თანამედროვე შეიარაღების, სახელმწოფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ტექნიკის და ეკიპირების გამოფენაც მოეწყო. საზაფხულო სკოლების პროგრამას „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროგრამის მიზანი სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, ასევე სოციალური ინტეგრაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. მანავის მომავლის ბანაკი 8 ნაკადზე 14-18 წლის 1056 მოსწავლეს უმასპინძლებს. მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მცირეკონტიგენტიანი (ძირითადად რეგიონებში მდებარე) სკოლების მოსწავლეებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ, დაშავებულ და გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს, გამყოფი ხაზების სიახლოვესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ, ასევე სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს მიენიჭათ. (NS)
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)