14:31 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 11:38:05, 2311 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ საზაფხულო კამპანიის ფარგლებში #სადაცარუნდამიდიოდე მომხარებელს ახალ აქციას სთავაზობს

თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე,  „თეგეტა”  საზაფხულო კამპანიის ფარგლებში #სადაცარუნდამიდიოდე გთავაზობთ ახალ აქციას Shell -ის ბრენდის  პრემიუმ კლასის ძრავის ზეთზე Shell Helix Ultra. აღნიშნული აქციის ფარგლებში, ყოველი 4 ან მეტი ლიტრი Shell Helix Ultra-ს საავტომობილო ძრავის ზეთის შეძენისას, საჩუქრად გადმოგეცემათ მზის ამრეკლი ავტომობილის საქარე მინისთვის და ამასთანავე ყოველი მე-10 მომხარებელი დასაჩუქრდება მობილური ტელეფონის უსადენო დამტენით . აქცია მოქმედებს  31 ივლისის ჩათვლით, „თეგეტას“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, ახალციხის, ახალქალაქის, მარნეულის, გორისა და თელავის სერვის ცენტრებში.

Shell-ი გახლავთ ნომერ პირველი საცხებ-საპოხი მასალის მწარმოებელი კომპანია, რომელიც  100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Shell-ი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, პრემიუმ ხარისხს და წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. Shell-ი უკვე 10 წელია დასახელებულია ლიდერ ბრენდად საქართველოში. მისი საცხებ-საპოხი მასალები, აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან.

Shell-ის  საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus, და სხვ. Shell-ი ოფიციალურად რეკომენდირებულია: მერსედესის, მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტო მწარმოებლების მიერ. Shell-ი ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია მრავალი წლის განმავლობაში. „თეგეტა მოტორსი“  Shell-ის საცხებ-საპოხი  მასალის ექსკლუზიური დილერია საქართველოში.

 „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.  „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების,  ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics