07:47 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-01 13:56:11, 2402 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: თუ ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, ბუნებრივია, ეს გუნდს პოზიტივს მოუტანს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისთვის უცნობია დაესწრება თუ არა კახი კალაძის ოფიციალურ წარდგენას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

მდინარაძის თქმით, თუ ყოფილი პრემიერი საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, ეს გუნდისთვის პოზიტივის მომტანი იქნება.

„ბატონი ბიძინა, ბუნებრივია დღევანდელ ღონისძიებაზე უნდა იყოს მოწვეული. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია დაესწრება თუ არა დღევანდელ წარდგენას მთაწმინდის პარკში. რაც შეეხება მის ჩართვას საარჩევნო კამპანიაში, ის მასში არ ჩაერთვება, თუმცა თუ ჩაერთვება, ბუნებრივია ეს გუნდს მხოლოდ პოზიტივს მოუტანს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს დღეს, 20:00 საათზე, მთაწმინდის პარკში ოფიციალურად წარადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics