09:17 - 12 May, 2026
|
2017-06-29 10:31:03, 692 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა მოსახლეობის ე.წ. პასპორტიზაციის დაჩქარება მოითხოვა
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პასპორტებისა და "ბინადრობის მოწმობების" გაცემასთან დაკავშირებით "საგანგებო სხდომა" გამართა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შეხვედრას ოკუპირებული რეგიონის ყველა რაიონის ე.წ. საპასპორტო განყოფილების წარმომადგენელი ესწრებოდა. შეკრებილებმა უკვე გაწეული სამუშაოები განიხილეს. "რაულ ხაჯიმბამ ყველა ე.წ. სამსახურის წარმომადგენელს საგანგებო დავალება მისცა, მოსახლეობის პასპორტიზაცია და ბინადრობის მოწმობების გაცემა დააჩქარონ", - განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. პრეს-მდივანმა ნაალა ავიძბამ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)