2017-06-27 19:39:45, 2278 ნახვა
სამართალი
შოთა პაკელიანის დაკითხვა დასრულდა - ბრალდებულს გამოძიების შედეგები გააცნეს
შოთა პაკელიანმა პროკურატურა ადვოკატებთან ერთად 6 საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა.
პაკელიანის განცხადებით, პოლიციელებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე მოწმის სტატუსით დაიკითხა, თუმცა უფრო დეტალური ჩვენება მისცა დაზარალებულის სტატუსით დაკითხვისას.
როგორც ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა პაკელიანმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, პოლიციელები გამოძიებამ უკვე დაკითხა.
შეგახსენებთ, 26 წლის შოთა პაკელიანი 23 მარტს დააკავეს. მას ბრალად ნარკოტიკის მოხმარება, შეძენა, შენახვა და რეალიზება ედება. პაკელიანის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ნარკოტიკის ჩადებაში და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ. შოთა პაკელიანი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს და 4-წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან