|
2015-04-20 19:04:46, 863 ნახვა
ეკონომიკა
ევროკავშირი საქართველოსთვის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოსთვის ახალი ფინანსური დახმარების პაკეტს გამოყოფს, - ამის შესახებ ლუქსემბურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი. საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშილის ინფორმაციით, თანხა საქართველოში მეწარმეობის განვითარებასა და იმ ახალი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას მოხმარდება, რაც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ამოქმედებას უკავშირდება. ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ცნობით, ფინანსური დახმარება 2015-2017 წლისთვის იქნება გათვალისწინებული და იგი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას მოხმარდება. გადაწყვეტილება ფინანსური დახმარების ახალი პაკეტის თაობაზე რიგის სამიტზე იქნება მიღებული. "დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით 410 მილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ საქართველოსთვის გვაქვს გამოყოფილი, გონივრულად დაიხარჯება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შეთანხმების განხორციელებაზე. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა დაუჭიროთ მხარი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას. ყველა მოთხოვნების დაკმაყოფილება არის მთავარი გამოწვევა, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენს პერსპექტივას საქართველოს ეკონომიკისათვის. თუ თქვენ შეხედავთ შარშანდელ კვოტას, წელს ევროკავშირში ექსპორტის წილი გაიზარდა. ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ ინვესტიცია კონკრეტულად უნდა ჩავდოთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებაში და იმ თანხების გარკვეული ნაწილი, რომელიც მე ვახსენე, სწორედ ამაზე დაიხარჯება", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხევდრა ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)