21:43 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 22:34:23, 2189 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდში, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, კონსენსუსი შედგა. 

მისივე თქმით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

„საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. განსახილველი სხვადასხვა საკითხი გვქონდა, მათ შორის კონსტიტუციასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და კონსტიტუციის თაობაზე და კონსენსუსი შედგა იმ გუნდში, რომელსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა. 

განსახილველი საკითხი ეს იყო და როგორც ვვარაუდობდი, ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, ხოლო ამის შემდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ ბონუსის დანამატით. ეს ის კონსენსუსია, რომელიც შედგა.

რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, საუბარი იმაზე გვქონდა, რომ შესაძლებელია დავწიოთ ერთჯერადად საარჩევნო ბარიერი შერეული სისტემის პირობებში. ამასთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია უახლოეს დღეებში დაზუსტდება. მიმაჩნია, რომ სამპროცენტიანი ბარიერი ოპტიმალური იქნება. საბოლოო ჯამში ამაზე პოზიცია პარლამენტში ჩამოყალიბდება და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება შევა. საუბარია 2020 წლის არჩევნებზე, რომელიც შერეული სისტემით ჩატარდება“, - აღნიშნა კობახიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics