09:32 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-11 16:09:18, 2092 ნახვა

სამართალი
პროკურორი: „ბირჟა მაფიის“ წევრებისგან მიღებულ ინფორმაციას შევაჯამებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ როგორ ვიმოქმედოთ

 „ჩვენს  მიერ გამოიკითხა ორივე ბრალდებული  და მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია დაკავებასთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ ჰიპ-ჰოპ პროექტის, ”ბირჟა მაფიას” ბრალდებული წევრების გამოკითხვის შემდეგ პროკურორმა დავით გუმბერიძემ  გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც გუმბერიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე არ გამოუკითხავთ ის სამართალდამცველები, რომლებსაც ბრალდებულები უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

„ჩვენ მიერ გამოიკითხა ორივე ბრალდებული, მგალობლიშვილი და ქებურია. მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია დაკავებასთან დაკავშირებით. კონკრეტულად მიგვითითებდნენ იმ სამართალდარღვებზე, რაზეც ადვოკატები და თავად აპელირებდნენ სასამართლო პროცესზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სრულად იქნა ასახული ეს ინფორმაცია, გადავხედავთ ყველა ამ დეტალს და ამის შემდეგ მივიღებთ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით",-განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ გამოძიების დაწყების საკითხის გადაწყვეტასთან ერთად ყველა საგამოძიებო მოქმედება გატარდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics