|
2017-06-06 19:19:21, 2746 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი: მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების პროცესი შეჩერებულია
დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადირების პროცესი შეჩერებულია. როგორც ბარათაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ადვოკატებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ლტოლვილის მინიჭების სტატუსისა და თავშესაფრის მოთხოვნით მიმართეს. "დაახლოებით ერთი კვირის წინ მივმართეთ ლტოლვილთა სამინისტროს შესაბამისი სტატუსის მინიჭების თაობაზე. გუშინ ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გამოიკითხა ბატონი მუსტაფა ემრე ჩაბუქი და ამას ჩვენი ადვოკატიც ესწრებოდა. ასევე ინტერვიუს ფორმატში გამოიკითხა მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. დაიწყო პროცედურა, რომელიც აჩერებს ექსტრადირების პროცესს. ამასთან, კონკრეტულად დადგენილი ვადები, სტატუსის მინიჭების განხილვასთან დაკავშირებით, არ არსებობს, თუმცა მგონია, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში უწყება ამ საკითხს განიხილავს. სანამ განხილვა მიმდინარეობს ექსტრადირება შეჩერებულია", - აღნიშნა ბარათაშვილმა. გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში უფლებადამცველები მთავარ პროკურორს და იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე საქართველოს საგამოძიებო უწყებებს დაექვემდებაროს. "იმ დაუსაბუთებულ ბრალდებაში, რომელიც თურქულმა მხარემ ქართულ მხარეს მიაწოდა, მითითებულია რომ ეს ინკრიმინირებული ქმედება დაიწყო საქართველოში, გაგრძელდა საქართველოში, დასრულდა საქართველოში. როგორ არის ეს დაკავშირებული თურქეთთან ამ ბრალდებებში არ არის ნახსენები. ეს დაკავშირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ კომპანიასთან, რომელსაც არავინ ედავება ტერორისტული ორგანიზაციისთვის მხარდაჭერას. ეს არის ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება არის ის, რომ შევკრიბოთ მტკიცებულებები, იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობაა თურქეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების თვალსაზრისით, მათ შორის საპატიმრო დაწესებულებებში. ასევე ვაპირებთ, გამოვითხოვოთ მტკიცებულებები კომპანიიდან, რომლებზეც სავარაუდოდ უნდა მომხდარიყო წილის გასხვისება, ასევე პარტნიორებისაგან და დავადასტუროთ, რომ არც ერთი ეს ადამიანი, არც კომპანია, ტერორიზმის დამხმარედ არ შეიძლება მოიაზრებოდეს", - დასძინა უფლებადამცველმა. ადვოკატები არ გამორიცხავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ. "გვსურს მივიღოთ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორებიცაა Amnisty Internation-სგან და Human Rights Watch-ისგან დასკვნები თურქეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. შემდეგ უკვე დავაყენოთ საკითხი საექსტრადიციო პატიმრობიდან მისი გათავისუფლების და პროცესის შეწყვეტის თაობაზე. თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, გვრჩება გზა იმისა, რომ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, უკვე საექსტრადიციო პროცესის შეჩერების თაობაზე, მანამდე ვიდრე ევროპის სასამართლო არ განიხილავს ჩვენს საჩივარს", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. შეგახსენებთ, თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)