06:28 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 17:31:54, 2315 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს საპარლამენტო ფრაქციებში მოუსმენენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს საპარლამენტო ფრაქციებში მოუსმენენ.

გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც საორგანიზაციო საკითხების გაცნობას დაეთმო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 33 კანდიდატის სია, შემდგომი განხილვისთვის ფრაქციებს გადაეგზავნათ, რომლებიც, მაქსიმუმ ორი კვირის ვადაში, იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

ბიუროს სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას დიდ ბრიტანეთში და პარლამენტის წევრების დავით მათიკაშვილის და რამაზ ნიკოლაიშვილის მოლდოვაში ვიზიტები ცნობად მიიღეს. ბიუროს წევრები, გარკვეულ კომიტეტებში, ფრაქციებს შორის კვოტების დათმობის შესახებ ინფორმაციასაც გაეცნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics