23:22 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 13:28:19, 2181 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: შეხვედრაზე ბევრმა გამოთქვა აზრი, რომ პრეზიდენტი 2018 წელს არაპირდაპირი წესით უნდა იქნას არჩეული

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდში პრეზიდენტის არჩევის წესი, განხილვის საგანი კიდევ ერთხელ იქნება.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ კომპრომისს აზრი ეკარგება, მაშინ შესაძლებელია არაპირდაპირი გზით არჩევის სისტემაზე გადასვლა. თუმცა, მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გუნდში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. 

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბევრი აზრი იყო დაფიქსირებული, იმასთან დაკავშრებით, რომ პრეზიდენტი 2018 წელს არაპირდაპირი წესით უნდა იქნას არჩეული. კონკრეტულ პირებზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ეს აზრი სხვადასხვა ადამიანებმა დააფიქსირეს. ამის არგუმენტი იყო ის, რომ როცა კომპრომისს აზრი ეკარგება, მაშინ შესაძლებელია იმ სისტემაზე პირდაპირ გადავიდეთ, რაც კლასიკური გაგებით, საპარლამენტო მოდელისთვის სწორია. უმრავლესობაში საკითხი განხილვის საგანი კიდევ ერთხელ იქნება", - აღნიშნა მდინარაძემ. 

დეპუტატის განმარტებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით ამოქმედების საკითხი მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს არ ეხება.

"დამერწმუნეთ, რომ არც ერთი პერსონა არ არის სუბიექტი რაიმე ცვლილების. ცვლილების მიზანი დემოკრატია, განვითარება და პროგრესია. ეს საკითხი ისე უნდა გადავწყვიტოთ, როგორც ქვეყანას და დემოკრატიას გამოადგება", - აღნიშნა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, კონსტიტუციური პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით მოხდება და მას 300 ხმოსანი აირჩევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics