|
2017-06-01 17:06:29, 2148 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ზურაბ ალავიძე: ყველა ქალაქი კვლავინდებურად ქალაქის სტატუსით ისარგებლებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებათა პირველ პაკეტზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ქალაქი კვლავ ქალაქის სტატუსით ისარგებლებს. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, ძლიერდება საკრებულოს როლი, ხოლო ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლესი თანამდებობის პირი მერი იქნება. ზურაბ ალავიძის განცხადებით, 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობა 7-მდე მცირდება, მუნიციპალური ბიუჯეტები კი გაერთიანდება. ალავიძე განმარტავს, რომ დღეს არსებული 71 თვითმმართველი მუნიციპალიტეტის ნაცვლად, ცვლილების შედეგად, 64 დარჩება: „დღეს, მთავრობის სხდომაზე, გავიდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებათა პირველი პაკეტი, ცვლილებათა მეორე პაკეტი მომზადდება და, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე გავა. ეს ცვლილებები არ ეხება არანაირად არჩევითობის წესს, ყველა ქალაქი კვლავინდებურად ისარგებლებს ქალაქის სტატუსით. რეფორმის მიზანია, მივიღოთ უფრო ეფექტიანი მართვის მოდელი, რათა მოქალაქეებს ხარისხიანი სერვისი მივაწოდოთ და მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები უფრო ოპერატიულად მოვაგვაროთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ საკრებულოს ფუნქციები გაიზრდება და მოქალაქეების ჩართულობით, ადგილზე გაძლიერდება პროცესების დემოკრატიული კონტროლი. რეფორმის შედეგად, ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლესი თანამდებობის პირი არჩეული მერი იქნება. ანუ, გამგებელსა და მერის ფუნქციებს შორის განსხვავება არაფერი იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელი ჰყავდეს არჩეული მერი. რაც შეეხება შემდეგ ცვლილებას, ესაა კოლეგიალური ორგანოების შექმნა მერიებში. ერთპიროვნულად გადაწყვეტილება აღარ იქნება მიღებული. მერი წარუდგენს სამსახურის უფროსებს და მოადგილეებს საკრებულოს და საკრებულო დაუმტკიცებს მათ. შემდეგი პაკეტით ჩვენ მოვაწესრიგებთ არამეწარმე იურიდიული პირების შექმნის მექანიზმებს მუნიციპალიტეტებში. ყველა დარგების მიხედვით იქნება თითო ასეთი „აიპი“. ხარჯების დაზოგვის კუთხით ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იქნება. ჩვენ ტერიტორიულ ორგანოებს შემოვიღებთ შემდეგი პაკეტისთვის და სწორედ ეს იქნება ჩვენი თვითმმართველობის რეფორმის გაგრძელება და უფრო მეტი დეცენტრალიზაცია. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 14 მუნიციპალიტეტი შეერთდეს და დაგვრჩება 7 მუნიციპალიტეტი. ანუ, დღეს არსებული71 თვითმმართველი მუნიციპალიტეტის ნაცვლად, ამ ცვლილებების შედეგად 64 დაგვრჩება“,-აღნიშნა ალავიძემ და დასძინა, რომ საკრებულო იგივე რაოდენობის ადამიანებით იქნება წარმოდგენილი.
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)