|
2019-05-26 16:55:51, 2215 ნახვა
კომენტარი
გახარია: თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უმძიმესი შრომა, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება ერთიან ქვეყანაში ვიზეიმოთ
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მოქალაქეებსა და სტუმრებს უმასპინძლა. 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია“. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ ზუგდიდში გამართა ღონისძიებები. ზუგდიდში, ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე, 11 საათიდან დაიწყო. „პირველ რიგში, გილოცავთ 26 მაისს, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. რა თქმა უნდა, 26 მაისი არის ის მიღწევა, რომლისთვისაც, ამ ქვეყნის თაობები იბრძოდნენ. სიმბოლურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეს ზეიმობს ზუგდიდში, რამეთუ, წარმოუდგენელია დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ერთიანი ქვეყნის გარეშე და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ზუგდიდიდან, ისევე როგორც გორიდან, ეს აღქმა ამ დღის არის ბევრად უფრო მძაფრი და ემოციური. პირველი რესპუბლიკა იყო უდიდესი მიღწევა არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ საერთოდ მსოფლიო დემოკრატიისთვის. ეს იყო პირველი სოციალურ-დემოკრატიული მთავრობა, არჩევითი. დღეს სიმბოლური დღეა, რომ მაშინაც 26 მაისი იყო კვირა დღე და დღესაც გვაქვს კვირა დღე. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, განსაკუთრებით სამეგრელოდან, 1991 წლის 9 აპრილი, როდესაც კიდევ უფრო გაძლიერდა ეს დამოუკიდებლობა და რომელმაც ახალი თანამედროვე იერსახე და ფერები შეიძინა. ის ადამიანები, რომლებმაც ამ დამოუკიდებლობის საფუძველი შექმნეს, ზვიად გამსახურდია და რა თქმა უნდა, მერაბ კოსტავა. ჩვენთვის, სამეგრელოში ამ დღის აღნიშვნა, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არის აბსოლუტურად სიმბოლური და ჩვენ გვინდა, ყველამ ერთად დამოუკიდებლობა ვიზეიმოთ ერთიან ქვეყანაში და გვახსოვდეს ყოველთვის, რომ თავისუფლება არის უდიდესი პასუხისმგებლობა და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება უდიდესი შრომა იმისთვის, რომ ეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვიზეიმოთ ერთიან, წარმატებულ ქვეყანაში," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზუგდიდში თავისუფლების მოედანზე, წარმოდგენილი იყო სპეციალურად მოწყობილი საგამოფენო პავილიონი - ერთიანი საქართველოს დერეფანი პავილიონში გამოფენილი იყო მასალები ერთიანი საქართველოს მეფეების, საქართველოს 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის, 1991 წლის რეფერენდუმის და ემიგრანტების შესახებ. ზუგდიდის მთავარ მოედანზე განთავსებულ სტენდებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას უცნობი ისტორიებს. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლობის აქტის კედელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ზუგდიდში გალა კონცერტით დასრულდა.
(NS)
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)