13:55 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 15:47:26, 1939 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის რესურსის ძიება დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო.
 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო კომისიამ ისე დაასრულა მუშაობა,რომ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ვერანაირი კონსენსუსი ვერ შედგა და პროექტი ნულოვანი კონსენსუსითაა მიღებული. 

სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები დაიწყო.
 
„ხვალიდან იგეგმება შეხვედრები უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან,სახალხო დამცველთან, რათა გამოიკვეთოს ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია.
 
საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიული ჩართულობის მიმართულებით ყოველთვის ემხორობოდა პროცესის გახსნილობას, პროცესში საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების მეტ ჩართულობას.
 
უამრავი თემაა, რომლებზეც ხელისუფლების გარდა, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები,უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, პოლიტიკური პარტიები გარკვეულწილად თანხმდებიან.
 
ეს შეეხება როგორც საარჩევნო, სასამართლო სისტემებს, ასევე, უსაფრთხოებას და სწორედ ამ შეხვედრებისუმთავრესი მიზანი არის ამ კონსენსუსის რესურსის ძიება, რათა მივიღოთ კონსტიტუციის პროექტი, არაისეთი, როგორიც ახლა გვაქვს, ანუ ნულოვანი კონსენსუსის მხოლოდ ერთპარტიული გადაწყვეტილებისშედეგად ჩამოყალიბებული", -აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი აბაშიშვილმა.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები: ლაშა ტუღუში, ირმა ბასილაშვილი, თინათინ ბოლქვაძე, ლიკა საჯაია, სოფიო ჭარელი, ელენე ნიჟარაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics