|
2017-05-30 13:40:14, 2156 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: საჭიროა, ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში მოკავშირეების აქტიური ჩართულობა
საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრაზე განსახილველი ძირითადი საკითხები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განვითარება, ასევე, საქართველოს დეოკუპაციის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა იყო. აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც მზარდი დინამიკით და სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატების გაძლიერებით ხასიათდება. გამოითქვა პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების სურვილი, რათა სრულად გამოვიყენოთ ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალი. საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მცოცავი ოკუპაციის რეჟიმიდან აშკარა ანექსიაში გადაიზარდა. გიორგი მარგველაშვილის აზრით, საჭიროა, ანექსიის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავება და ანექსიის თავიდან ასაცილებლად ჩვენი მოკავშირეების აქტიური ჩართულობა და ამ თვალსაზრისით პოლონეთის აქტიური მონაწილეობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კონსოლიდირებული ასიგნების აქტის ხელმოწერის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის. "ჩვენ გვაქვს მზარდი ფორმატები ურთიერთობებისა, როგორც ვაჭრობის, ასევე ტურიზმის ასევე განათლების სფეროში, თუმცა მთელი ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ წინ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ახალ იმპულსს მისცემს ამ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის შემდგომი ზრდის აუცილებლობას. პოლონური მხარე საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოლონეთში ექსპორტის შესაძლებლობით დაინტერესდა. საქართველო მიესალმება პოლონელი ტურისტების რაოდენობის გაზრდას. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციასა და ენერგოპროექტებში მონაწილეობას, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. აღინიშნა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები: ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)