2017-05-30 12:09:39, 2137 ნახვა
კომენტარი
ნინო გვენეტაძე მესამე სექტორის გადაწყვეტილებას პროტესტის გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, არასამთვრობო სექტორთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის.
"ეს არის მესამე სექტორის მიერ პროტესტის გამოხატვის თავისუფლება. მზად ვარ კონსტრუქციული დიალოგისთვის",-აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" პროტესტის ნიშნად არ წარადგინეს.
ამის მიზეზად საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა ის კრიზისული სიტუაცია დაასახელა, რომელშიც სასამართლო სისტემა იმყოფება, მათ შორის გუშინ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნის ფაქტი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან