|
2017-05-29 12:48:44, 2017 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
როუზ გოტემიულერი: ნატო-სა და ევროკავშირს შორის ახლა ძალიან კარგი კოორდინაციაა
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერმა თბილისში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე, ნატო-სა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს ამ ორ ორგანიზაციას შორის ძალიან კარგი კოორდინაცია და თანამშრომლობაა. როუზ გოტემიულერის განმარტებით, თანამშრომლობაში გარკვეული სირთულეებიც არსებობს, თუმცა ფიქრობს, რომ ნელ-ნელა გაუმჯობესდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვისაუბრო ევროკავშირსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობაზე. ბატონი გენერალური მდივანი ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა, ახლა არის მართლაც ძალიან კარგი კოორდინაცია ამ ორ ორგანიზაციას შორის და მე ვხედავ, რომ პარლამენტის წევრები დიდ როლს თამაშობენ, რათა ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გააფართოვონ სხვადასხვა მიმართულებით. არის განსხვავებები, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში ნატო არის უშიშროების და თავდაცვის ორგანიზაცია, ასე რომ ჩვენი ძირითადი აქცენტი კეთდება თავდაცვასა და უშიშროებაზე.ევროკავშირს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი თავდაცვის დღის წესრიგი, მაგრამ ძირითადად ის ძალიან დიდი აქცენტს აკეთებს განვითარებაზე, ძლიერი, ჯანსაღი, ეკონომიკის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ეკონომიკა აუცილებელია. რაც უფრო ძლიერია ქვეყანა ეკონომიკურად, ბუნებრივია, მით უფრო სტაბილური იქნება. ნატო-ს და ევროკავშირს, ჩვენ ორივეს გვაქვს ჩვენი ინსტრუმენტები. შეიძლება ზოგჯერ განსხვავებული ინსტრუმენტები გვაქვს, მაგრამ თუ ჩვენ ამ ინსტრუმენტებს გავაერთიანებთ, მაშინ ერთიანი ნაკრები გვექნება ამ ინსტრუმენტებისა და ჩვენ ერთობლივად შეგვიძლია ვიმუშაოთ ინსტიტუციების გაძლიერებაზე, ერთიანი მეთოდების გამოყენება შეგვიძლია საერთო პრობლემის მოსაგვარებლად. იგივე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ასეთი პრობლემა გახდა ალიანსის წევრი ქვეყნებისათვის. ეს თანამშრომლობა, არმინდა ძალიან ვარდისფერ ფერებში დავხატო და ვთქვა, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად არის, მაგრამ არის რაღაც კუთხეები, რომლებიც შეიძლება ცოტა უნდა გლუვი გახდეს, მაგრამ ნელ-ნელა გაუმჯობესდება“,-განაცხადა როუზ გოტემიულერმა.
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)