|
2017-05-26 12:05:35, 2069 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პაოლო ალი: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აქ იმყოფება, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას საქართველოსადმი სრულ მხარდაჭერას
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პაოლო ალის განცხადებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოში სტუმრობა, ნატო-ს საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია. ამის შესახებ პაოლო ალიმ, პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გუშინ იყო ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჩვენს ურთიერთობებს. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ახლა აქ იმყოფება იმისათვის, რომ თვალსაჩინო გახადოს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას სრულ მხარდაჭერას საქართველოსადმი. სრულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას საქართველოს მხარდასაჭერად აღებულს და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“,-აღნიშნა პაოლო ალიმ და დასძინა, რომ საქართველომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია და დიდი წვლილი შეიტანა უსაფრთხოების საქმეში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)