06:48 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 17:25:34, 1869 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა ლიტველ კოლეგას ნატო-ს სამიტის დღის წესრიგში საქართველოს თემატიკის აქტიურად წარმოჩენა სთხოვა

საქართველოსა და ლიტვის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარ თემას ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადება წარმოადგენდა.

გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრისას ყურადღება გაამახვილა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის აუცილებლობაზე,სამიტზე საქართველოს პოზიციის დაფიქსირების მნიშვნელობაზე და ლიტვის პრეზიდენტს ნატო-ს სამიტის დღის წესრიგშისაქართველოს თემატიკის აქტიურად წარმოჩენა სთხოვა.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ალიანსის მხრიდან ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებაასპირანტი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს, ნატო-ში სამომავლო ინტეგრაციის კუთხით.

ლიტვის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს პრეზიდენტს ლიტვის, მისი ხელისუფლებისა და  ლიტველიხალხის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ასევე, ევროპულ დაევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა დალიაგრიბაუსკაიტეს ლიტვის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

ლიდერებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის, ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოსპრეზიდენტის ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებების მიმდინარეობის საკითხები, მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები დაუსაფრთხოების გამოწვევები.

დალია გრიბაუსკაიტემ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, ქვეყნის კეთილდღეობა დაშემდგომი განვითარება უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics