|
2017-05-22 17:27:06, 2089 ნახვა
პოლიტიკა სამხედრო
გენერალ-მაიორი ფინ უინკლერი თავდაცვის უწყებაში შეხვედრებს მართავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე დანიის სამეფოს შიდა გვარდიასა და საქართველოს ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი თემა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საქმიანობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები იყო. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები და განათლების კუთხით განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ვიზიტის პირველი დღე დანიელმა გენერალმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობით დაასრულა. გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ უმასპინძლა. მან სტუმრებს JTEC-ის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და განხორციელებული სწავლებებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მოგვიანებით, დანიელმა სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ფინ უინკლერი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში. გენერალ-მაიორი დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურის სტატუსით საქართველოში ბოლოჯერ იმყოფება, ის აღნიშნულ თანამდებობას ტოვებს. მრავალფეროვნების დღე 1993 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება. 2017 წელი, გაეროს მიერ, ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ტურიზმის წლად არის გამოცხადებდული. (NS)
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)