|
2017-05-22 16:24:56, 1932 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თორდია: ვფიქრობ, რომ პირიქით მე ვიქნები ბრალდებულის სკამზე, როგორც ამდენ ადამიანზე თავდამსხმელი
„მოვითხოვ გასაჯაროვდეს ისეთი ვიდეოჩანაწერები, რომელიც ძალიან კარგად დაანახებს საზოგადოებას თუ ვინ იყო პირველი თავდამსხმელი“,-ამის შესახებ მთავარმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თორდიამ აღნიშნა, კადრებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს ის განერიდოს აგრესიას. „ამ დაწესებულებაში არის ძალიან ბევრი კამერა, რომელიც ძალიან ახლო ხედით წარმოაჩენს თუ რა მოხდა რეალურად „ელ ცენტროში“. მე მოვითხოვ გასაჯაროვდეს ისეთი ვიდეოჩანაწერები, რომელიც კარგად დაანახებს საზოგადოებას თუ ვინ იყო პირველი თავდამსხმელი. ამ კადრებიდანაც ჩანს, როგორ ვცდილობ მე განვერიდო მათ, მათი საუბრის აგრესიას და ტონალობას. ეს იყო პირდაპირი მუქარა ჩემზე და შემდგომ უკვე პირდაპირ გადაიზარდა თავდასხმაში. სასაცილო არის იმაზე საუბარი, რომ მიხეილ ჩოხელს აქვს დაზიანება, სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ დღეს თურმე ოთარ ფარცხალაძე არის დაზარალებული. საზოგადოებამ მინდა მიაქციოს ყურადღება მათ განცხადებებს, რომელსაც ისინი აკეთებენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ თითქოს იქ არაფერი არ მომხდარა და ე.წ. ნეიტრალურ მოწმეებზე დაყრდნობით აკეთებს დღეს უკვე შსს განცხადებას, რომ თითქოს იქ პირველი თავდასხმა უკვე მე განვახორციელე. ანუ გადავედით სხვა ეტაპზე. ანუ ვიყავით იმ ეტაპზე რომ არაფერი არ მომხდარა, ახლა გადავედით მეორე ეტაპზე, რომ თითქოს მე დავესხი თავს ოთარ ფარცხალაძეს. ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ვფიქრობ, რომ პირიქით მე ვიქნები ბრალდებულის სკამზე, როგორც თავდამსხმელი ამდენს ადამიანზე. საბოლოო ჯამში ამაზე გააკეთებენ აპელირებას ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები. მართლაც სამარცხვინო იყო დღევანდელი მათი ბრიფინგი და განცხადებები , სამარცხვინოა ის რასაც ისინი აკეთებენ. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ მაქვს, მოვითხოვ საგამოძიებო კომისიის შექმნას“,-განაცხადა ლაშა თორდიამ.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)