15:19 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 16:47:51, 1950 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
იზორია ზალბერის განცხადებაზე: ევროკავშირის გადასაწყვეტია რა ფორმით გასცემს მის განცხადებას პასუხს

„ევროკავშირის ოფიციალური ორგანოების გადასაწყვეტია თუ რა ფორმით და  რა საშუალებით გასცემენ პასუხს ამ შემთხვევაში კერძო პირის განცხადებას“,-ასე  გამოეხმაურა  თავდაცვის მინისტრი  ლევან იზორია ევროაკვშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის შეხვედრას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე- ფაქტო პრეზიდენტთან.

„როგორც  მე მაქვს ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ გააკეთა განცხადება. ეს არის მისი პირადი  განცხადება, რომელიც არავითარ კავშირში არ არის  ევროკავშირის ოფიციალურ  პოლიტიკასთან და კურსთთან. შესაბამისად, ალბათ ევროკავშირის ოფიციალური ორგანოების გადასაწყვეტია თუ რა ფორმით  და რა საშუალებით გასცემენ პასუხსმ ამ შემთხვევაში, კერძო პირის განცხადებას.

მწვავედ დააყენა ეს საკითხი  საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ევროკავშირის წარმომადგენელიც იყო დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში  განმარტებისთვის“,-განაცხადა იზორიამ და და დასძინა, რომ საქართველო მკაცრად და მკაფიოდ აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკას.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში "გამარჯვება" მიულოცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics