|
2017-05-18 12:32:02, 2133 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა ფახრცალაძე-თორდიას საქმის გამოძიებაზე: ვიცი, რომ ყველაფერი კანონის და რეალობის შესაბამისად კეთდება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ნებისმიერი სახის ძალადობა და მითუმეტეს, როცა მასში შეიძლება ჩართული იყოს მაღალი თანამდებობის პირი, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. როგორც ჯეჯელავამ ფარცხალაძე-თორდიას საქმის კომენტირებისას აღნიშნა, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება გამოძიების პროცესს, მინისტრი მას ნდობას უცხადებს: „გამოძიების ადეკვატურობის შეფასება ჩემი გასაკეთებელი არ არის. ძალიან პრინციპული საკითხია. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, ჩემში ეს პროცესი ნდობას იწვევს და ვიცი, რომ ყველაფერი კანონის და რეალობის შესაბამისად კეთდება. პარტიული მედია, „რუსთავი2“-ს ვგულისხმობ, თავისი საკუთარი გამოძიების შედეგებს ასაღებს როგორც რეალობას, არსებობენ არასამთავრობოებიც, რომლებიც გამოძიებაზე უფრო ადრე თვლიან, რომ მათი დადგენილი ჭეშმარიტება შეშმარიტებაა. ესეც არ არის სანდო და კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება ამ შემთხვევაში. რაც შეეხება იმას, რომ გამოძიება დაადგენს თუ არა სიმართლეს, დაადგენს სიმართლეს. დარწმუნებული ვარ“,-აღნიშნა ჯეჯელავამ.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)