21:31 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 16:38:39, 2124 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ კერესელიძე ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე სპიკერს, ფადლი ზონს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე სპიკერს, ფადლი ზონს შეხვდა. 

შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში შედგა, სადაც საქართველოსა და ინდონეზიას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის გააქტიურების მნიშვნელობას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით, განხორციელებულ ღონისძიებებზე და სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა.

ნოდარ კერესელიძემ ყურადღება ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდაზე და  მის საექსპორტო პოტენციალზე  გაამახვილა.

როგორც შეხვედრაზე ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე სპიკერმა, ფადლი ზონმა აღნიშნა, ინდონეზია საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, კერძოდ, თხილისა და კაკლოვანი კულტურების, მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, ასევე მინერალური და ორგანული სასუქების იმპორტით არის დაინტერესებული.

საუბარი, ასევე, შეეხო ინდონეზიიდან  საქართველოში ყავისა და ტროპიკული ხილის იმპორტის შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

აღინიშნა, რომ საქართველოში ორგანული და ბიო ჩაის წარმოების დიდი პოტენციალი არსებობს. ინდონეზიას კი  ჩაის წარმოების დიდი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ამ მიმართულებით თანამშრომლობა ორივე მხარისთვის შედეგიანი იქნება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics