|
2017-05-16 15:23:31, 2011 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: უცოდინარი და გაუნათლებელი - ეს არა ჩემი, არამედ სანდრო ბრეგაძის ლექსიკაა
"სრულიად შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი კომუნისტები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კომუნიზმი საქართველოში არ შეიძლება გახდეს ერთგვარი იდეოლოგიური მიმდინარეობა, რომელსაც რაიმე პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს",-ასე განმარტა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური ცვლილებების სახალხო განხილვაზე მის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული განცხადება. "რაც შეეხება პირველ რიგში სოციალიზმის და კომუნიზმის ერთმანეთისგან განსხვავებას, მე შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი კომუნისტები და არა სოციალისტები. სოციალისტთან და სოციალ დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო იმ მიდგომებს, რომლებსაც გამოხატავენ ეს ადამიანები. ამიტომ სრულიად შეგნებულად გამოვიყენე ტერმინი კომუნისტები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ კომუნიზმი საქართველოში არ შეიძლება გახდეს ერთგვარი იდეოლოგიური მიმდინარეობა, რომელსაც რაიმე პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს. კომუნიზმი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს მემარცხენე ექსტრემისტზე, მემარცხენე რადიკალებზე. ამის ადგილი საქართველოში ნამდვილად არ არის. ჩვენ გამოვიარეთ ეს პერიოდი 20-იან, 30-იან წლებში, უფრო ადრეც, საქართველოში ამის ადგილი არასდროს იქნება. მადლობა ღმერთს, კომუნიზმის დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ 90-იანი წლების დასაწყისში",-აღნიშნა კობახიძემ. რაც შეეხება გაუნათლებლებს, კობახიძის მტკიცებით, მის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა გუშინდელ შეხვედრაზევე. :მოვუწოდე ახალგაზრდებს, რომ იარონ ცოდნის გზით. ისინი არიან იმ ასაკში, როდესაც უნდა შეიძინონ ცოდნა და მას შემდეგ, რაც შეიძენენ ცოდნას, ბუნებრივია, გაიფართოვებენ თავიანთ თვალსაწიერს. ეს მისცემს საშუალებას, სხვანაირად შეხედონ რაღაცებს. მაგალითად, არ შეხედონ კომუნისტის თვალით გარკვეულ მოვლენებს. რაც შეეხება უცოდინარს და გაუნათლებელს, ეს ტერმინი გამოიყენა სანდრო ბრეგაძემ. ესაა მისი ლექსიკა, არაა ჩემი ლექსიკა. შესაბამისად მე ამ ლექსიკით არ ვსარგებლობ",-განმარტა კობახიძემ.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)