01:34 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 19:15:02, 1754 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა და ანდრეი კისკამ „თავისუფლების კარიბჭის“მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა დევინში "თავისუფლების კარიბჭის'' მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და 1945-1989 წლებში კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალი, რომელიც ცივი ომის პერიოდში ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთისას 400-მდე ჩეხოსლოვაკიის მოქალაქის ხსოვნის პატივსაცემად 2005 წელს გაიხსნა, პრეზიდენტებმა გვირგვინებით შეამკეს.

"ჩვენ ვიმყოფებით იმ ადგილზე, სადაც პატივს მივაგებთ გარდაცვლილ ადამიანებს, ვინც თავისუფლებას შესწირა თავისი სიცოცხლე, როდესაც ცდილობდა სოციალისტური ბანაკიდან გაქცევას. ეს მონუმენტი ფაქტობრივად ტოტალიტარიზმის დანგრევის ტოლფასია, შეიძლება ითქვას, ასეთივე მონუმენტია ბერლინის კედელი. მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს, რომ ჩვენც დავანგრევთ კედლებს, ისევე როგორც ევროპამ დაანგრია და სწორედ იმ ადგილას, სადაც ბატონმა პრეზიდენტმა ხელი ჩამოართვა მავთულხლართების იქით დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სწორედ იმ ადგილას ჩვენც ავაგებთ მონუმენტს დანგრეული ტოტალიტარიზმისთვის'', - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics