|
2017-05-09 13:21:54, 1925 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი: პრეზიდენტის არჩევის წესის შესაცვლელად მმართველ ძალას ძლიერი არგუმენტი სჭირდება
როგორი უნდა იყოს ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის სისტემა და როგორ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება, როგორი თვითმმართველობა გვსურს, როგორი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის სისტემა, - ეს ის თემებია, რომელზეც დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. საყოველთაო განხილვებში ჩართვამდე დღეს პრეზიდენტმა კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში გამართული შეხვედრისას დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, საარჩევნო სისტემა, რომელიც ჩადებულია საკონსტიტუციო ცვლილებებში ვერ უზრუნველყოფს მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას, ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას და ამომრჩეველთა ხმების დაცულობას. პრეზიდენტის აზრით, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება თუ, როგორც ცვლილებებშია დარჩება 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარერი, აეკრძალებათ პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნა და დაკანონდება გადაუნაწილებელი მანდატების ე.წ. განაწილების ბონუსსისტემა. "საარჩევნო სისტემაში პრობლემურია ბლოკების შექმნის უფლების აკრძალვა. ამის მერე ყველაზე უსამართლო ნაწილი, რომელსაც მე ვხედავ, არის გაუნაწილებელი ხმების საკითხია - როცა ყველა გაუნაწილებელი მანდატი მიაქვს არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას. ასეთი ერთობლიობა, ჩემი აზრით, შექმნის ისეთ ვითარებას, როდესაც ასეთი სამი, ოთხი, ხუთი ძლიერი პოლიტიკური პარტიის შექმნა გაჭირდება, რაც გამოიწვევს ხელისუფლების დაპირისპირებას ოპოზიციასთან და ვიქნებით ისევ ამ დაპირისპირებაში - ხელისუფლება ოპოზიციას შორის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკური პროცესი არ უნდა იყოს დაპირისპირების შემქმნელი, არ უნდა იყოს პრინციპული დაპირისპირების, ერთმანეთზე გადაკიდების მიზეზი. "სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ვართ მცირერიცხოვანი ერი და ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, პოლიტიკურად, ტრადიციულად, ვუპირისპირდებით ძალიან აგრესიულად ერთმანეთს, ყველაზე მეტად ალბათ ეს დაპირისპირება სწორედ სამეგრელოს ახსოვს. ეს უნდა შეიცვლოს. არ შეიძლება, რომ ჩვენ ოპოზიციას არ მივცეთ საშუალება, რომ უფრო გაძლიერდეს და მითუმეტეს ეს გაძლიერება იყოს არა ერთი, არამედ მოხდეს რამდენიმე ოპოზიციური ძალის გაძლიერება, მოხდება არა ეს სამოქალაქო დაპირისპირება, არამედ იქნება მშვიდი კამათი და ვინ რამდენ პროცენტს აიღებს'', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან საუბრისას. გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს ასეთი მმართველობის მოდელები, სისტემები ევროპაში და დემოკრატიულია, მაგრამ, საქართველოში უკვე 90-იან წლებში ჩამოყალიბებულია პრეზიდენტის არჩევის ტრადიცია, რომელიც შექმნილია, როდესაც დაფუძნდა პრეზიდენტის ინსტიტუტი. "როდესაც გვაქვს უკვე ასეთი ტრადიცია, როდესაც ჩვენ როგორც მოქალაქეები და ამომრჩევლები მივეჩვიეთ იმას, რომ პრეზიდენტს ვირჩევთ, თუ შენ ამას მე მიცვლი, თუ მართმევ არჩევანის უფლებას, ეს უნდა ამიხსნა რატომ აკეთებ ამას. რა პრობლემა იქნება იმაში, რომ ჩვეულებრივმა, რიგითმა მოქალაქემ, რიგითმა ამომრჩეველმა აირჩიოს პრეზიდენტი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)