19:39 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-07 17:18:42, 1793 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: ვიზის შესახებ გამართულმა კამპანიამ გვაჩვენა, თუ რამდენად კარგი შედეგები შეიძლება მოგვცეს მან

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა. დოლიძემ  რიყის პარკში, „ევროპის დღის“ ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველო-ევროკავშირის მხრიდან დასაახლოებლად გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ასევე, მან ხაზი გაუსვა საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობას, რომელიც სახელმწიფო მინისტრის თქმით, პირველ რიგში აამაღლებს მოსახლეობის ცნობიერებას  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაკავშირებით და ასევე იქნება ძლიერი იარაღი პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„მადლობა, ბატონო პრეზიდენტო,  მადლობა, ბატონო ელჩო ძალიან ინტენსიური, ახლო თანამშრომლობისთვის.მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის ელჩებს, განსაკუთრებულად იმ ნათელი,  ძალიან ლამაზი საჩუქრისთვის, რომელიც დღეს გვაჩუქეს  ევროპული სახლების სახით. საქართველო ევროკავშირთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა  და ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით. ის მიღწევები, წარმატებები, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას,  თუ რამდენად  დიდი ნაბიჯებია გადადგმული ჩვენი მხრიდან,  თუ რამდენად  დიდი ნაბიჯებია გადადგმული ევროკავშირის მხრიდან,  თუნდაც ვიზის თემა რომ ავიღოთ, რამხელა მნიშვნელობა ენიჭება მას და  რამდენად ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი მომავალშიც.  აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ წარმატებაში. დღეიდან 25 მაისამდე ვატარებთ ამ კამპანიას, ესაა ევროპის პოპულარიზაციის  კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება. ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ; ვიზის შესახებ   გამართულმა კამპანიამ გვაჩვენა, თუ რამდენად კარგი  შედეგები შეიძლება მოგვცეს ამან, განსაკუთრებით ჩვენი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების  კუთხით, და ეს იქნება  ყველაზე დიდი და ძლიერი იარაღი პროპაგანდის  წინააღმდეგ საბრძოლველად. პირველ რიგში კი,  როგორც აღვნიშნე, ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერების ამაღლებისა და მათი მომავალი კეთილდღეობის  განმტკიცების კუთხით“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

დღეს,  12:00 სთ-დან, თბილისში, რიყის პარკში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, გრანდიოზულად აღნიშნავს ,,ევროპის დღეს“. მოვლენის განსაკუთრებულად აღნიშვნა ეფუძნება საქართველოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics