|
2017-04-28 15:15:57, 2245 ნახვა
სამართალი კომენტარი
მერაბ გაბინაშვილი: სასამართლოსთან სიძულვილის ენით ლაპარაკი არ გამოვა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მერაბ გაბინაშვილის განცხადებით, არავის აქვს უფლება, გადალახოს წითელი ხაზი, რომელიც მოსამართლის პირად ღირსებას შეურაცხყოფს. როგორც მან სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, საბჭოს ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, მოსამართლის პიროვნული შეურაცხყოფა ზიანს არა მხოლოდ კონკრეტულ მოსამართლეს, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას აყენებს: „მოსამართლეებსაც აქვთ თავისი ღირსება ისევე, როგორც საზოგადოების ნებისმიერ წევრს აქვს უფლება და ვალდებულიც არის, საკუთარი ღირსება დაიცვას პიროვნული შეურაცხყოფისაგან და ამისთვის სხვადასხვა მექანიზმები არსებობს. მოსამართლეც გახლავთ ჩვეულებრივი საზოგადოების წევრი, რომელსაც აქვს უფლება, თავისი ოჯახის, საკუთარი ღირსება დაიცვას და ამის შესახებ თავისი პოზიცია გამოხატოს. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილში (თავად კონვენციის ეს მუხლი ცალსახად აღიარებს გამოხატვის თავისუფლების პრიორიტეტულობას და დაცულია მისი ფარგლები) პირდაპირაა ჩაწერილი, რომ გამოხატვის თავისუფლება არ გახლავთ აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვის ფარგლებია ჩამოთვლილი. მათ შორის სასამართლოს მიუკერძოებლობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა. თუ სასამართლოს ავტორიტეტსა და მიუკერძოებლობას ექმნება საფრთხე, პირდაპირაა კონვენციაში აღიარებული უფლება, რომ გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია შეიზღუდოს. როდესაც მოსამართლეს აყენებენ პიროვნულ შეურაცხყოფას და ეს რამდენიმე მოსამართლეზე პერმანენტულად ხდება, ასეთი მსგავსი ტიპის შეურაცხყოფა არა მარტო იმ მოსამართლეს აყენებს ზიანს, არამედ ზიანს აყენებს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას. სწორად უნდა გაიგოთ, ჩვენ არ ვითხოვთ მაინცდამაინც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში, ამერიკაში არის მსგავსი ტიპის რეგულაციები სისხლის სამართლის წესით დასჯადი. ჩვენ ვამბობთ, ეს საკითხი იმსახურებს თუ არა საერთოდ მსჯელობას, რადგან ძალიან გასცდა ფარგლებს, წითელ ხაზებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ცალსახად არ ვდებთ რაიმე კონკრეტულ მიმართულებას, ვამბობთ, რომ საზოგადოების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების განსჯის საგანი გახდეს. სიძულვილის ენით ლაპარაკი სასამართლოსთან არ გამოვა. სასამართლოს უნდა ესაუბროთ დასაბუთებულად და სამართლებრივად“,-განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა. გაბინაშვილი არ გამორიცხავს, რომ მოსამართლის შეურაცხყოფა ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდეს: „შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციული წესით დასჯადი, მაგრამ არც ერთი წესით დასჯადიც რომ არ გახდეს, უბრალოდ ამ თემაზე რომ დაფიქრდნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგადად, საზოგადოება, ჩემთვის ესეც შედეგია“,-განმარტავს მერაბ გაბინაშვილი.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)