|
2017-04-27 20:15:17, 1922 ნახვა
პოლიტიკა
კახიშვილი: რუმინეთში პრემიერის ვიზიტის შემდეგ, ჩვენი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე უფრო გაიზრდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის შეფასებით, რუმენთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო გაიზრდება. „ამ ვიზიტის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ჩვენი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. ბუქარესტში გამართულ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხები იქნა განხილული ენერგეტიკის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის და სხვა სფეროებში. მე, ჩემი მხრივ, რუმინეთის იუსტიციის მინისტრთან ერთად მემორანდუმს მოვაწერე ხელი, რომლის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება", - განაცხადა მინისტრმა. კახიშვილმა აღნიშნა, რომ ორივე უწყების თანამშრომელთა მონაწილეობით სპეციალური ჯგუფიც ჩამოყალიბდება, რომელიც სასჯელაღსრულების სფეროში საქართველოს გამოცდილების შესწავლის მიმართულებით იმუშავებს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და რუმინეთის იუსტიციის მინისტრმა ტუდორელ ტოადორმა მოაწერეს ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დელეგაციამ შეხვედრები რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ ტარიჩეანუსთან, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ნიკოლა ელივიუ დრაგნეასთან გამართა. კახა კახიშვილმა ორი ქვეყნის მთავრობათა წევრებს შორის გაფართოებულ შეხვედრასა და საქართველო-რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაშიც მიიღო მონაწილეობა. (NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)