|
2015-04-09 11:12:33, 354 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, 9 აპრილს დაღუპულმა თანამემამულეებმა საქართველოს გმირობის მაგალითი აჩვენეს. „9 აპრილის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა. ეს დღე იქცა მართლაც ტრაგედიად, მაგრამ ამავე დროს ეს დღე არის სიმბოლო დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი სამშობლოს სიყვარულისთვის ბრძოლის. მართლაც ამ ადამიანებმა, რომლებმაც სასწაული თავგანწირვა და გმირობა გამოიჩნეს. გვაჩვენეს მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, როგორ უნდა შევწიროთ ჩვენ ჩვენს სამშობლოს თავი, დავიხარჯოთ ბოლომდე. ამ ერთიანობამ გამოიღო შედეგი და 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ 2 წლის თავზე ჩვენმა სახელმწიფომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ასე რომ ეს არის გამარჯვება ჩვენი ერის. ქედი ვიხრი ამ ადამიანების ხსოვნის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე. ეს ადამიანები ნამდვილი გმირები არიან, ჩვენი ქვეყნის და ჩვენ ყველანი უნდა ვღებულობდეთ მაგალითს, თუ როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 9 აპრილს დაღუპულ მამულიშვილთა მემორიალთან დილიდან მოდიან საზოგადოების წევრები, დაღუპულთა ახლობლები. აქ იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)