|
2017-04-21 13:10:36, 2197 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკისგან საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფარგლებში 100 მილიონი დოლარის ჩარიცხვას ველოდებით
„ყველა რეფორმა, რომელთა განხორციელებასაც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის შეთანხმება ითვალისწინებდა, წარმატებით შესრულდა, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან შეხვედრის შემდეგ. პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს, რომლის დროსაც საქართველოს მაკროეკონომიკურ საკითხებისა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ შეხვედრებს მართავს როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, ისე კერძო ინვესტორებთან. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, განვლილი პროგრამების შედეგები და ახლის ძირითადი მიმართულებები მსოფლიო ბანკის საბჭოს შეკრებაზე განიხილება, რომელიც მიმდინარე თვის ბოლომდე გაიმართება. „მთავრობის რეფორმების მხარდასაჭერად, ჩვენ ძალიან მალე ველოდებით 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო დახმარების ჩარიცხვას მსოფლიო ბანკისგან. ამავე დროს, აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტიდან ზაფხულის მეორე ნახევარშიც ამდენივეს მიღებაა განსაზღვრული," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, ასევე, მოხდა შეთანხმება თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შეთანხმებაზე, რომელშიც დეტალურად გაიწერება მსოფლიო ბანკთან მუშაობის მომდევნო სამწლიანი პერიოდი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)