|
2017-04-18 10:59:29, 1976 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მუჰამედ ჯავად ზარიფა: ირანში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ისტორიული მოვლენაა, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მუჰამედ ჯავად ზარიფას განცხადებით, სპარსეთის ყურესა და შავ ზღვარს შორის კორიდორის აშენება სამყაროს კიდევ უფრო მეტად დაახლოებს,. როგორც ირანელმა მინისტრმა აღნიშნა, კორიდორის აშენების შემდეგ გადაზიდვის საფასური ბევრად უფრო ნაკლები გახდება. მისივე შეფასებით, საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის და სომხეთის თანამშრომლობა აუცილებელია. გარდა ამისა, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე თანამშრომლობის სხვადასხვა შესაძლებლობები განიხილეს, რომელიც ორი ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის. მინისტრის თქმით, საუბარი შეეხო ტრანზიტის სფეროს, მეცნიერებას ტექნოლოგიას, მრეწველობას, რეგიონულ საკითხებს. „ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ისტორიული კავშირები, რომელიც რამდენიმე საუკუნის უკან იღებს სათავეს, იზრდება საქართველოში ჩამოსული ირანელი სტუდენტების რაოდენობა თითქმის ხუთჯერს, ეს ადამიანების შორის კონტაქტების გაუმჯობესებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. გარდა ამისა, მან ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოახლოებულ ვიზიტზე ირანში. მისი ინფორმაციით, კვირის ბოლოს იგეგმება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ირანში. „ეს არის ისტორიული მოვლენა, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით“, - აღნიშნა მინისტრმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)