|
2017-04-13 18:06:07, 1857 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს „სამხედრო მოსამსახურეების სტატუსის" შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის დაწესდა დასვენების დღეები საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში არანაკლებ სამი შაბათ - კვირა. ხოლო საწყისი სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვამდე, ყოველკვირეულად ორი დღე- შაბათი და კვირა. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ასევე „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომლის მიზანიც კანონით განსაზღვრული ვადების გაუქმებაა. „მეწარმეებს და კომპანიებს, რომლებსაც სახელწიფოს მიმართ არსებული დავალიანების გადავადების, ან ვალის პატიებისათვის ფინანსთა სამინისტროსათვის 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა მიემართათ, ეს ვადა გაუქმდა და მათ ნებისმიერ დროს ექნებათ საშუალება მიმართონ შესაბამის უწყებებს. ეს საშუალებას მისცემს საწარმოებს შეზღუდული ვადების გარეშე მიმართონ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო, ან სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების მოთხოვნით", - განაცხადა ანა დოლიძემ. ანა დოლიძის განცხადებით, დაინტერესებულ პირებს დამატებითი და დეტალური ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)