|
2017-04-13 11:55:53, 1916 ნახვა
კომენტარი
მიხეილ გიორგაძე: გაუგებარია, გიორგი და ზურაბ ყიფშიძეებმა რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში
„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ან გიორგიმ, ან ზურამ რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში, როცა ამდენად გულის ამაჩუყებელი ისტორია მოყვა გიორგიმ პირდაპირ ეთერში და 400 ლარზე იყო საუბარი“,-ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე მტკიცებით, გიორგი და ზურა ყიფშიძეებმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. მინისტრის განმარტებით, გიორგი ყიფშიძეს არა 400 ლარი, არამედ თვეში ხელფასის სახით, 5-ჯერ მეტი თანხა აქვს, რომელსაც ის მარჯანიშვილის თეატრისგან, თუმანიშვილის თეატრისგან და პირველი არხისგან იღებს: „ყველანაირ ზღვარს გასცდა ის ამბავი, როდესაც პირდაპირ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. არავითარ კონკრეტულ 400 ლარიან ხელფასზე, მითუმეტეს ყოველთვიურ შემოსავალზე საუბარი არ არის, ბატონი ზურაბი ბევრად მეტ ხელფას იღებს როგორც მარჯანიშვილის თეატრში, ისე თუმანიშვილის თეატრში, ის ასევე არის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი პირველ არხზე და უფრო მეტი ანაზღაურება აქვს ყოველთვიური, აღარაფერს ვამბობ ფონდი „ქართუს“ გრანტის მეშვეობით მიღებულ დახმარებაზე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს კერძო თანხაა და რატომ მითვლის სამინისტრო ამ თანხას, რა თქმა უნდა, ამას არ გითვლით, მაგრამ მინდა, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, მხოლოდ საბიუჯეტო თანხებს თუ განვიხილავთ, მარჯანიშვილის თეატრი, თუმანიშვილის თეატრი და პირველი არხი, სწორედ ის უწყებებია, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და შესაბამისი ანაზღაურება ბატონ ზურაბს აქვს. დაახლოებით 5-ჯერ მეტი თანხა გამოდის ჯამურად თვეში შემოსავალი. ყველანაირ პოლიტკორექტულობას საზღვარი აქვს ჩემი მხრიდან და იძულებული ვარ, ამაზე ვისაუბრო, რადგან ძალიან ბევრი ამბავი ატყდა. დიდი იმედი მაქვს, თავად ბატონი ზურაბი დაადასტურებს იმას, რასაც მე ვსაუბრობ“,-აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)