|
2017-04-11 20:31:43, 1916 ნახვა
კომენტარი
შორენა ბუხრაშვილი: რეჟიმები შეჭამენ ისეთ კეთილსინდისიერ ადამიანებს, როგორიც დავით ნარმანიაა
„მოსახლეობა გააცნობიერებს, რომ რეჟიმები შეჭამენ ისეთ კეთილსინდისიერ ადამიანებს, როგორიც ბატონი დავით ნარმანიაა", - ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა შორენა ბუხრაშვილმა განაცხადა. "2012 წლამდე მე არ მომწონდა ის, რასაც აკეთებდა ბატონი გიგი უგულავა, მე არ მომეწონება თუკი იგივეს გააკეთებს ბატონი დავით ნარმანია. მე და ბატონი დავით ნარმანია და ერთად ვაძლევდით მოსახლეობას დაპირებას, რომელთანაც ვართ ანგარიშვალდებული. ბატონო დავით, თქვენ აღნიშნეთ, რომ 840 მილიონის ფარგლებში განახორციელეთ ის ღონისძიებები, რომლებიც ლამაზ სლაიდებად იყო წარმოდგენილი. ძალიან კარგია და არ შეიძლება რომელიმე ადამიანს არ მოეწონოს ის განხორციელებული პროექტები, მაგრამ 840 მილიონად შეიძლებოდა თუ არა განხორციელებულიყო მეტი და უკეთესი პროექტები, რომლებიც მეტად იქნებოდა ორიენტირებული სოციალურ საკითხებზე? მე არ მომწონდა და არ მომწონს თქვენს მიერ 2014 წლიდან k2 კოეფიციენტზე გაცემული 1100 ნებართვა. ძალიან არ მომწონს, რომ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა განახორციელოს კონკრეტულმა დეველოპერმა მშენებლობა მაშინ, როდესაც არ გინდათ ამ მშენებლობის გაუქმება. ძალიან მინდა, რომ დარჩენილ ვადაში ყველა საკითხი რასაც ვპირდებოდით მოსახლეობას, ბოლომდე იყოს მიყვანილი",-აღნიშნა შორენა ბუხრაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)