|
2017-04-11 13:52:48, 1999 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სამადაშვილი: სამწუხაროა, რომ ხელისუფლება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღებას, დაჩქარებულ რეჟიმში ცდილობს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალამო სამაშვილის განცხადებით, პარტია იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ როგორ გააგრძელებს საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღებას დაჩქარებულ რეჟიმში ცდილობს. „სამწუხაროა და ხელისუფლების სურვილი უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებრივ აზრს იგნორირება გაუკეთოს, ისევე როგორც ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის აზრს. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ხელისუფლება დაჩქარებულ რეჟიმში ცდილობს, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი მოსაზრებები არსებობს, რომელიც წარდგენილ პროექტს ეწინააღმდეგება. საზოგადოებრივ განწყობებსა და წარდგენილ პროექტზე ვიმსჯელებთ და პარტია გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორ გააგრძელებს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში. სამწუხაროდ, ხელისუფლებას საკუთარი ხედვა თავიდანვე ჰქონდა, თუ როგორი კონსტიტუცია უნდა მიიღოს“, - განაცხადა სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)