|
2017-04-11 13:50:44, 2276 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის პროექტით პრეზიდენტის სტატუსი არ იცვლება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წარმოდგენილი კონსტიტუციის პროექტით პრეზიდენტის სტატუსი არ იცვლება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სტატუსი რჩება ზუსტად ისეთივე როგორიც მოქმედი კონსტიტუციით არის განსაზღვრული. „ საუბარი იყო იმაზე, თითქოს კომისიის მიზანი იყო პრეზიდენტის სტატუსის და უფლებამოსილების შეზღუდვა. სტატუსი რჩება ზუსტად ისეთ როგორიც არის მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული. ეს არის მაღალი სტატუსი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფო მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი, წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. სტატუსი არ იცვლება და უფლებამოსილების კუთხით გვაქვს ცვლილება მხოლოდ იქ, სადაც ამას მოითხოვს იურიდიული ლოგიკა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სტატუსთან დაკავშირებით დისკუსიები ვენეციის კომისიის ექსპერტებთანაც გაიმართა. „გვქონდა დისკუსია ვენეციის კომისიის ექსპერტებთან და მათ სრულად დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რომელიც ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის ნაწილში“,-დასძინა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)