|
2017-04-10 13:00:31, 2472 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძეს პასუხობს - „ეს არის არაზუსტი და დამაზიანებელი ინფორმაცია“
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, პრეზიდენტის ფარულ კონსულტაციებთან დაკავშირებით არის არაზუსტი და დამაზიანებელი პროცესისთვის, ნაცვლიშვილის განმარტებით, კონსულტაციების შესახებ არაფერი სმენია და არც მსგავს მოლაპარაკებებში მიუღია მონაწილეობა. „ჩვენთან კონსულტაციები არ ყოფილა. დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ პარტნიორ ორგანიზაციებთან რომ ყოფილიყო, ეს აუცილებლად მეცოდინებოდა. მგონია, რომ ეს არის არაზუსტი და დამაზიანებელი ინფორმაცია ზოგადად პროცესისთვის. თუ არასამთავრობო რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას იღებდნენ და მიიღებენ, როგორც კონსტიტუციასთან, ასევე სხვა საკითხებთან მიმართებაში, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია. არ არის საჭირო ვინმესთან მიბმა ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. ამასთან, პარტიამ "სახელმწიფო ხალისთვის" უკვე გააკეთა განცხადება, რომ პარტია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ტოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)