00:23 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 11:05:27, 745 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლას ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სახელის შეცვლასთან დაკავშირებით გუშინ ე.წ რეფერენდუმი ჩატარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის სახელის შეცვლას მხარი ამომრჩეველთა 78.2% დაუჭირა, 21.8% კი, სახელის შეცლის წინააღმდეგია.

როგორც "სპუტნიკ-ოსეტია" წერს, ხმების დათვლა ამ დროისთვის ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ე.წ არჩევნების მიმდინარეობას რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. მათივე ინფორმაციით დე ფაქტო არჩევნებმა დარღვევის გარეშე ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინიციატივით რეგიონში ე.წ რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის თანახმადაც სამხრეთ ოსეთს "ისტორიული სახელი ალანია" უნდა დაერქვას. "რეფერენდუმის" პარალელურად ოკუპირებულ რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics