|
2017-04-07 18:33:24, 2200 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბესელია პრეზიდენტს: როცა უმრავლესობას აღიქვამთ უკვე სერიოზულ პრობლემად, აქ დიალოგის სივრცეს ნაკლებად ტოვებთ
„მოგმართავთ ბატონო პრეზიდენტო, არა ჩაკეტილი, არამედ გახსნილი, არა დიალოგზე უარის მთქმელი, არამედ დიალოგისა და მეტი დემოკრატიის, მეტი წინსვლის, მეტი პროგრესის, მეტი რეფორმებისთვის მზაობის მქონე კოლეგების და კომიტეტის სახელითაც“,-ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელია დებატების ფორმატში საქართველოს პრეზიდენტს. „როდესაც საპარლამენტო უმრავლესობას აღიქვამთ არა მხოლოდ თეორიულ საფრთხედ, არამედ უკვე სერიოზულ პრობლემად, აქ დიალოგის სივრცეს ნაკლებად ტოვებთ. ან ეს მოწოდება ხდება ისეთივე ფორმალური, როგორც წინასწარ დაანონსებული ვეტოს ფონზე-მოდი დავილაპარაკოთ, ხვალ როგორ დავადოთ ვეტო განსაკუთრებით ისეთ კანონებს, რომელიც ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიების მატარებელ სისტემურ ხედვას ეხება. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ამ გამოსვლაში მოგვესმინა, რომ სასამართლო დღეს კი არ არის კრიზისში, იყო კრიზისში და გამოვიყვანეთ ამ კრიზისიდან“,-მიმართა ბესელიამ პრეზიდენტს. ამასთან, ბესელიამ პრეზიდენტს შეახსენა, რომ სწორედ 2013 წელს პირველად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პარლამენტში დადგენილება სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების თაობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)