|
2017-04-07 14:01:06, 2181 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ვისურვებდი, პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური
„ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება. პრემიერის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საკუთარი შეხედულებები წარმოადგინა. „ეს იყო პრეზიდენტის ყოველწლიური ტრადიციული გამოსვლა, სადაც მან მიმდინარე მოვლენების შესახებ საკუთარი შეხედულებები წარმოადგინა. მთელი რიგი მიმართულებები, როგორც არის სასამართლო ეკონომიკური განვითარება დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება ქვეყანაში, არა მხოლოდ ჩვენი აზრით, არამედ ჩვენი მეგობრების აზრით, საერთაშორისო პარტნიორების აზრით, არის შესამჩნევი პროგრესი. ვისურვებდი, პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)