|
2017-04-07 13:29:52, 2064 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი: ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა, რეალურად სწორედ განათლებასთან არის დაკავშირებული
„განათლება დაცულობის გარანტიაა, ჩვენ ცოდნა გვიცავს, გვიცავს სიცრუისგან, სიყალბისგან და მანიპულირებისგან“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, განათლება და სახელმწიფოებრივი აზროვნება პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. „გასულ წელს, მე მხარი დავუჭირე პრემიერის ოთხ ინიციატივას, მათ შორის განათლების სფეროს ფუნდამენტური რეფორმირების იდეას და 2017 წელი განათლების წლად გამოვაცხადე. ამ წლების განმავლობაში სარეზერვო ფონდიდან ჩვენ ათეულობით პროექტი დავაფინანსეთ და წელსაც გავაგრძლებეთ სხვადსხვა პროექტის დაფინანსებას. მიგულეთ თქვენს პარტნიორად საგანმანათლებლო ინიციატივებსა და რეფორმებში, რადგანაც ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა, რეალურად სწორედ განათლებასთან არის დაკავშირებული. განათლება დაცულობის გარანტიაა. ჩვენ ცოდნა გვიცავს! გვიცავს სიცრუისგან, სიყალბისგან, მანიპულირებისგან. განათლება თავისუფლების წინაპირობაა. განათლებული და მოაზროვნე ადამიანი იაზრებს თავის არჩევანს და იცავს თავის უფლებებს. განათლებულ ადამიანს ვერც პროპაგანდა დააბნევს და ვერც ხელოვნური საფრთხობელა დააშინებს. განათლება და სახელმწიფოებრივი აზროვნება პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. მხოლოდ მაშინ შეგიძლია დაიცვა საკუთარი და ქვეყნის თავისუფლება, როდესაც იაზრებ ღირებულებებს როგორც მოქალაქე, როგორც შენი ერის შვილი, როგორც შენი ერის მეხსიერების მატარებელი. როდესაც იცი ვინ იყავი, ვფიქრობ იმაზე ვინ იქნები ხვალ და შესაბამისად, როგორ უნდა მოიქცე დღეს იმისთვის, რომ არ უღალატო საკუთარ დანიშნულებას და იყო ნამდვილად თავისუფალი“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)