|
2017-04-07 12:12:16, 2006 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო. საგაზაფხულო პლენარულ სხდომას 99 დეპუტატი ესწრება. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პარლამენტში დებატები გაიმართება. პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, ასეთი ორია, გათვალისწინებულია 5-5 წუთი, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციებისთვის გათვალისწინებულია 15-15 წუთი, უმცირესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, ისევე როგორც უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისთვის, გათვალისწინებულია 10-10 წუთი. ამის შემდეგ, უმცირესობას და უმრავლესობას დაეთმობა ცალ-ცალკე 45-45 წუთი, ხოლო ვიცესპიკერებს 10-10 წუთი. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისთვის გათვალისწინებულია15 წუთი. პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)