01:24 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 10:03:05, 1917 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს

საქართველოს ხელისუფლება ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის სხომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

კვირიკაშვილის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია ნიუ-დელიში მიემგზავრება და კვლევის შედეგების გათვალისწინებით მოხდება  თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე  მოლაპარაკებების დაწყება.

"ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩვენს სამეზობლოსთან, თურქეთთან, ევროკავშირთან და ცოტა ხანში მოვაწერთ ხელს, სავარაუდოდ, ჩინეთთან და ჰონკონგთან. გვინდა, დავიწყოთ კვლევა ინდოეთის მიმართულებით. ამისთვის ნიუ-დელიში მიემგზავრება ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. რამდენიმე თვეში გვექნება კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით გახდეს რეგიონული ჰაბი",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics