|
2017-04-04 12:54:56, 1937 ნახვა
პოლიტიკა
ინდონეზიის მთავრობა ადამიანის უფლებათა სფეროში რეფორმებსა და სერვისების მიწოდების ქართულ მოდელს ეცნობა
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრი იასონა ლაოლი მიიღო. სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ბარამიძე დელეგაციის წევრებს იმ რეფორმების შესახებ ესაუბრა, რომლებიც ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება. მხარეებმა ისაუბრეს სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმის შესახებ. დელეგაციის წევრები გაეცვნენ ადამიანის უფლებათა სტრატეგიის სამოქმედო გეგმას, ისაუბრეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და ბავშვთა ულებების კუთხით გაწეულ სამუშაოებზე − მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე. სტუმრები იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციასა და მუშაობის სპეციფიკასაც გაეცვნენ. მხარეებმა ისაუბრეს სერვისების გაცემისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს წარმატებულ გამოცდილებაზეც. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთესად გასცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს. ინდონეზიის დელეგაციის ვიზიტი 5 აპრილს სრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)