|
2017-04-04 11:14:47, 1616 ნახვა
პოლიტიკა
სტოკჰოლმში საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავი აღნიშნეს
შევედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოში საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში , „შვედეთის ატლანტიკური საბჭოს" წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ „შვედეთის ატლანტიკური საბჭოს" თავმჯდომარე იორან ლენმარკერი და ორგანიზაციის ოცამდე წარმომადგენელი, ასევე შვედეთის პარლამენტის წევრები, ექსპერტები და ჟურნალისტები. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მალხაზ კაკაბაძემ. ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველო-შვედეთის ორმხრივ ურთიერთობებს, აღინიშნა შვედეთის, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატორი ქვეყნის განსაკუთრებული წვლილი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და სტოკჰოლმის მხარდაჭერა ამ მიმართულებით, როგორც საქართველოს ელჩმა აღნიშნა ვროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გახლავთ სწორედ შვედეთისა და პოლონეთის მიერ ინიცირებული 'აღმოსავლეთ პარტნიოპრობის' ფორმატის უმნიშვნელოვანესი წარმატება. ელჩმა ასევე ისაუბრა განვლილი 25 წლის განმალობაში თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებზე, როგოირცაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სამოქალაქო სექტორის მშენებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლებრივი სისტემის სრულყოფა, აგრეთვე ეკონომიკური და სოციალური პროექტები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართულ მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სამზარეულო და ქართული ღვინო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)