|
2017-04-03 16:55:43, 769 ნახვა
რეგიონი
აჭარას გასულ წელს 1, 414 , 602 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა
2016 წელს, აჭარას ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით 1, 414 , 602 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, რეგიონში არსებულ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში 871 455 ტურისტმა დაისვენა. მათ შორის 472 861 შიდა, ხოლო 398 594 უცხოელი ტურისტი იყო. მათივე ინფორმაციით, უცხოელი ტურისტების ყველაზე დიდი ნაწილი რეგიონში ისევ სამიზნე ქვეყნებიდან ისვენებდნენ. ლიდერი ქვეყნების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: თურქეთი 78 965, რუსეთი 55 686, უკრაინა 45 239, ისრაელი 41 355, აზერბარჯანი 31 326. 2016 წელს, აჭარაში შემოსულ ტურისტებს შორის ასევე ლიდერობს ირანი, საიდანაც რეგიონს წლის განმავლობაში 24 865 ტურისტი სტუმრობდა. რეგიონში დიდი რაოდენობით შემოვიდა არაბი ტურისტებიც. აჭარაში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან 6 953, საუდის არაბეთიდან კი 8 540 ტურისტი ისვენებდა. აჭარაში ტურისტულად ყველაზე აქტიური პერიოდი იყო ივლისი- სექტემბერი, რომლის დროსაც რეგიონში წლის განმავლობაში ჩამოსული ტურისტების 40% ისვენებდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ტურისტების სტატისტიკა რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემებსა და არარეგისტრირებული სექტორის კვლევას ეყრდნობა. 2016 წელს, ტურისტების 44% (386 921) რეგისტრირებულ სასტუმროებსა და განთავსების ობიექტებში, 56% (484 534) კი არარეგისტრირებულ ბინებსა და საოჯახო სასტუმროებში იმყოფებოდა. „რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში მყოფი ტურისტების სტატისტიკა არასრულია, რადგან აღნიშნული მონაცემები აჭარაში რეგისტრირებული საწოლი ადგილებიდან მხოლოდ 43%-ის მონაცემებს ასახავს. რაც ლოგიკურად ნიშნავს, რომ რეგიონში 871 455 -ზე გაცილებით მეტი ტურისტი ისვენებდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იმ სასტუმროების რიცხვი, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ გაიზრდება. ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ტურისტების სტატისტიკა იყოს უფრო ზუსტი“,-განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკისა და ანალიტიკის განყოფილების უფროსმა ნანა დოლიძემ. (NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)