22:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 09:50:54, 1967 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: 2017 წლის 28 მარტი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი თარიღი

2017 წლის 28 მარტი შევა ისტორიაში, როგორც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, როდესაც ევროპამ საქართველოს მოსახლეობას   კარი გაუღო,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება კიდევ ერთელ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შედეგის მისაღწევად.

„დღეს ჩვენ აღარ გვჭირდება სპეციალური ნებართვა იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ ევროპის ქვეყნებში.  28 მარტს, ორი დღით, ახალგაზრდებთან ერთად, გახლდით ევროპის კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრებში და მინდა ხაზი გავუსვა მათი თვალით დანახულ პერსპექტივას. მათი თვალით დანახული ეს შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს გაეხსნა 28 მარტიდან არის სულ სხვანაირი, ძალიან საინტერესო, გაცილებით უფრო მდიდარი. მიხარია, რომ გვყავს ასეთი ახალგაზრდობა. ჩვენს დელეგაციაში იყვნენ სტუდენტები, ახალგაზრდები, დამწყები მეწარმეები, ე.წ. „სტარტაპერები“, რომელთაც აქვთ საინტერესო იდეები საქართველოს განვითარების, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და ეს შესაძლებლობა მათთვის არის განუყოფელი ნაწილი იმ პერსპექტივების განხორციელებისა, რაც აქვთ ჩაფიქრებული,“–აღნიშნა პრემიერმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics