23:20 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 19:43:52, 2798 ნახვა

სამართალი
სასამართლომ გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა

"ციანიდის საქმეში" ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. 

დაცვის მხარე ბრალდებულის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვების შესახებ.

ასევე, მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები იმისა, რომ ბრალდებულმა მტკიცებულებების მოპოვებას ხელი შეუშალოს. ასევე არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეები. 

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე 13 თებერვალს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics